ჩვენ შესახებ

ონლაინ ბუღალტერიის შექმნის იდეა 2020 წელს, პანდემიის დროს დაიბადა, მაშინ, როცა ბევრისთვის სამუშაო ადგილი სახლი გახდა და მსოფლიოში თითქმის ყველა მომსახურება ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი.

დასაწყისში საცდელ რეჟიმში ვმუშაობდით და მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელს ვემსახურებოდით. 2022 წელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ბუღალტრულ მომსახურებაზე საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული ადამიანებისგან და ჩვენ გადავწყვიტეთ, გვემოქმედა და კიდევ უფრო ავტომატიზირებული გაგვეხადა პროცესი.

  • 2022 წლის მაისი. დავარეგისტრირეთ კომპანია „იოლიფეი“.

  • 2022 წლის ივნისი. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საგადასახადო ასისტენტის სერვისი.

  • 2022 წლის ივლისი. იოლიფეი ემსახურება 30+ მომხმარებელს.

  • 2022 წლის აგვისტო. იოლიფეი იწყებს monday.com სერვისის გამოყენებას მონაცემთა უსაფრთხო შეგროვებისა და შენახვისა, და დამუშავების უზრუნველსაყოფად, რამაც საშუალება მისცა კომპანიას, ბუღალტერიის რუტინული ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილის (30%-მდე) ავტომატიზაცია გაეკეთებინა და გაეზარდა სერვისის ეფექტურობა.

  • 2022 წლის ნოემბერი. იოლიფეი ემსახურება 70 + მომხმარებელს.

  • 2023 წლის თებერვალი. იოლიფეი ემსახურება 100+ მომხმარებელს.

  • 2023 წლის მაისი. სერვისით სარგებლობის გასამარტივებლად იოლიფეი იწყებს საგადახდო სისტემის დანერგვას თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მარტივად გადაიხადონ გადასახადები იოლიფეის მეშვეობით Visa ან Mastercard ბარათების გამოყენებით.

0 +

მომხმარებელი

0 +

წლიანი გამოცდილება

0 +

სერვისი

რატომ ჩვენ?

რატომ აგვირჩია 100+ მომხმარებელმა საქართველოში ჩვენ?

  • ჩვენ გთავაზობთ სისტემას, რომელსაც თქვენი ჩართულობის გარეშე შეუძლია, ჩააბაროს დეკლარაციები და გადაიხადოს გადასახადები. თქვენ აღარ შეგაწუხებთ ბუღალტრული აღრიცხვის ყოველთვიური რუტინა და მეტი დრო გექნებათ საკუთარი თავის, ოჯახისა და თქვენი საქმიანობისათვის.

  • დღეის მდგომარეობით სერვისის 1/3 ავტომატიზებულია.

  • პროცესების ავტომატიზაციის შედეგად გაზრდილია მუშაობის ეფექტურობა.

  • თქვენ აღარ გჭირდებათ, ეძებოთ სანდო ბუღალტერი. ჩვენი საგადასახადო კონსულტანტი დაგეხმარებათ ყოველდღიურ რეჟიმში.

ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ

ჩვენი გუნდი

თეონა

თანადამფუძნებელი

18 წლიანი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულების კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების, IFRS მიმართულებით. 5 წელია, მართავს საკუთარ კომპანიას ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართულებით, რომელიც ემსახურება სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში.

სტასი

თანადამფუძნებელი

20 წლიანი გამოცდილება სოციალურ მეცნიერებებში, კერძოდ, კვლევისა და განვითარების კუთხით ბიზნესის მართვის, IT ტექნოლოგიებსა და მარკეტინგის მიმართულებით. ასევე, გამოცდილება საკონსულტაციო მიმართულებით როგორც სახელმწიფო პროექტებში, ისე ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის. 2022 წლის რუსეთი-უკრაინის ომის დასაწყისში შექმნილი აქვს საქველმოქმედო პროექტი დევნილი უკრაინელების დასახმარებლად.