საერთაშორისო საბანკო ანგარიშის აქტივაცია
შემოსავლების მისაღებად შესაძლებელია, გამოიყენოთ საბანკო ანგარიშები საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ბანკებში და, ასევე, სხვა საგადახდო სისტემები.
ანგარიშის გამოსაყენებლად საჭიროა, იცოდეთ:
იმისათვის, რომ ინდ. მეწარმემ გამოიყენოს საბანკო ანგარიში საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ბანკში, აუცილებელია, ამის შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
აღნიშნული ტიპის ანგარიშების გამოსაყენებლად აუცილებელია, შემოსავლების სამსახურს აცნობოთ ანგარიშის გახსნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაგაჯარიმებთ 100 ლარიანი ჯარიმით.
შენიშვნა: თუ გსურთ, გამოიყენოთ ასეთი ტიპის უკვე არსებული ანგარიში, ამ შემთხვევაშიც გაქვთ ვალდებულება, აცნობოთ შემოსავლების სამსახურს, თუმცა დაგეკისრებათ ჯარიმა 100 ლარის ოდენობით
თუ გსურთ, ისარგებლოთ მომსახურებით: