წლიური დეკლარაცია
-
იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსი, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ინდ. მეწარმე ვალდებულია, წარადგინოს წლიური დეკლარაცია ყოველი წლის 1 აპრილამდე.
-
წლიურ დეკლარაციას აბარებთ იმ შემთხვევაშიც თუ:
1) მცირე ბიზნეს სტატუსი მიიღეთ 2023 წელს და სტატუსის მიღებამდე გქონდათ რაიმე შემოსავალი.
2) სარგებლობთ მცირე ბიზნეს სტატუსით, მაგრამ, ასევე, დამატებით გაქვთ სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი, რომელიც არ შედის მცირე ბიზნესის საქმიანობაში და იბეგრება 20 %-ით.
3) თუ ინდ. მეწარმე ხართ, მაგრამ შემოსავალი არ გქონიათ ამ წელს (ამ შემთხვევაში აბარებთ ნულოვან დეკლარაციას) -
მაგალითი 1. თუ დიზაინერი ხარ და მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე 1,000 ლარი გამოიმუშავე, ეს თანხა წლიურ დეკლარაციაში უნდა წარადგინო და 20 %- ით დაიბეგრები
-
მაგალითი 2. თუ ვებ დეველოპერი ხარ, მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობ და 2023 წელს 50,000 ლარი გამოიმუშავე, ამ შემოსავალზე 1 %-ს გადაიხდი, თუმცა, თუ იმავე წელს საკონსულტაციო მომსახურებით 5,000 ლარი გამოიმუშავე, საკონსულტაციო მომსახურება მცირე ბიზნესის საქმიანობების სფეროში არ ჯდება და ამ შემოსავალზეც წლიური დეკლარაცია უნდა წარადგინო და 20 %-ის გადახდა მოგიწევს
-
თუ ასეთი შემოსავალი არ გქონდათ, მაშინ უნდა წარადგინოთ ნულოვანი დეკლარაცია.